ნადირაძის ქუჩაზე დამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

26

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნადირაძის ქუჩაზე გზის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, ბეტონის კედელი გზაზე ფერდის ჩამოშლის საშიშროებას მოხსნის. სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 98 500 ლარია გამოყოფილი.

მშენებლობის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

Comments
Loading...