მფრინავი ტრანსპორტის შექმნაში Toyota 394 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს

12

იაპონური კორპორაცია Toyota, ამერიკულ აეროკოსმიურ კომპანიაში Joby Aviation 394 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. ისინი ითანამშრომლებენ მფრინავი ტრანსპორტის შემუშავების საკითხებში. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

“საჰაერო გადაზიდვები – ეს Toyota-ს გრძელვადიანი მიზანია და მიუხედავად იმისა, რმ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას საავტომობილო ბიზნესში, ეს შეთანხმება აფიქსირებს ჩვენს პოზიციას ცაში”, – აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი აკიო ტოიოდა.

Joby Aviation მუშაობს საჰაერო ხომალდების შექმნაზე, რომლებსაც ვერტიკალურად ფრენა და დაჯდომა შეუძლიათ. ისინი სრულად ელექტროენერგიაზე მუშაობენ. Toyota-ში აღნიშნავენ, რომ მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებული იქნება ქალაქში გადასაადგილებლად.​

2019 წლის შუა პერიოდში, ამერიკულმა კომპანიამ Boeing და გერმანულმა Porsche AG-მა, მფრინავი ელექტრომობილის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადეს, იანვარში კი Boeing-მა განაცხადა, რომ მფრინავი ტაქსის პროტოტიპი უკვე შექმნილია.

Comments
Loading...