მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მსოფლიო სავაჭრო ზრდის პროგნოზი შეამცირა

34

მსოფლიო ვაჭრობა აპრილის პროგნოზის მაჩვენებელზე შემცირებული მაჩვენებლით განვითარდება და 2018 წელს, გაყიდული პროდუქციის მოცულობის გათვალისწინებით, 3,9%-ით გაიზრდება. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 3,7%-მდე დაიწევს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აქამდე იყო მოლოდინი, რომ გაყიდული პროდუქციის მოცულობა 4,4%-ით გაიზრდებოდა.

ამასთან, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018 წელს 3,1% იქნება, ხოლო მომდევნო წელს იგი 2,9% იქნება.

აპრილში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ 2018 წლის სავაჭრო ზრდა 4,4%-ზე დააანონსა, ამასთან, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 3,2%-მდე უნდა გაზრდილიყო. მაშინ რისკების სიაში იყო დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები და მთელ რიგ სახელმწიფოებში არსებული სავალუტო პოლიტიკა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა (4,8%), ხოლო ექსპორტი აზიის ქვეყნებში (6,1%).

Comments
Loading...