- Advertisement -

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს

7

რეიტინგში უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა.

აღნიშნული მიმართულება მოიცავს 4 კომპონენტს და საქართველოს ქულები ოთხივე მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს, კერძოდ, ორგაზანიზებული დანაშაულის კომპონენტში საქართველოს ქულა 3,2 პუნქტით გაუმჯობესდა და 76,7 ქულით 24-ე პოზიციას იკავებს (წინა წელს 38-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო 2012 წელს 75-ე პოზიციაზე იმყოფებოდა), ისეთ დანაშაულთან მიმართებით, როგორიცაა მკვლელობები, მნიშვნელოვნად 5,8 პუნქტით გაუმჯობესდა ქვეყნის შეფასება და 98,3 ქულით მსოფლიო რეიტინგში საქართველო 32-ე პოზიციაზეა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ორგანიზებული დანაშაულის ისეთი ფორმები, როგორიცაა – ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მიერ ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა, ქვეყანაში დაბალ ნიშნულზეა. რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

Comments
Loading...