მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს

9

„თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის ფარგლებში“, – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მლნ ევროს გამოყოფს ფინანსურ შეთანხმებას ხელი მოეწერება ხვალ 18 ივლისს. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი. მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების სისტემის რეფორმას.

თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის ფარგლებში. ეს ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის ნაწილს, რომელსაც ჰქვია „ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...