მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასმა, წლიურ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია

10

22 აპრილს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა აიწია აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, რაც ირანისგან ნავთობის ყიდვის გამო, ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების გაუქმებაზე უარის თქმას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, 8 ქვეყანას – ჩინეთს, თურქეთს, სამხრეთ კორეას, ინდოეთს, საბერძნეთს, იტალიას, ტაივანსა და იაპონიას აქვთ უფლება ისე იყიდონ ირანული ნავთობი, რომ არ მოყვნენ სანქციების ქვეშ.

დღეს დილით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, 2018 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, პირველად გადააჭარბა 74 აშშ დოლარს ბარელზე.

მსგავსი დინამიკა აქვს ამერიკულ ნავთობს WTI. WTI-ის მარკის ნავთობის ფასმა მაქსიმალური მაჩვენებელი ბარელზე 65,8 აშშ დოლარი დააფიქსირა, რაც 2008 წლის 31 ოქტომბრიდან მოყოლებული მაქსიმალური მაჩვენებელია.

Comments
Loading...