მსოფლიოში პირველი სუპერ მაღალი სიჩქარის სისტემაზე მომუშავე სამგზავრო კაფსულა წარადგინეს

10

Hyperloop Transportation Technologies-მა (HyperloopTT), რომელიც სუპერ მაღალი სიჩქარის სისტემის მქონე მატარებლების რეალიზაციაზე – Hyperloop – მუშაობს, მსოფლიოში პირველი სრული ზომის სამგზავრო კაფსულა წარადგინა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კაფსულა, რომელსაც Quintero One ჰქვია, ესპანეთში წარადგინეს. მისი წარმოება კომპანია Airtificial-ის ობიექტებზე განხორციელდა. ეს კომპანია კი HyperloopTT-ის პარტნიორი კორპორაციაა.

კაფსულის სიგრძე 32 მეტრს შეადგენს, მისი წონა კი 5 ტონაა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კაფსულას ერთდროულად 28-დან 40-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია, ხოლო მთელი დღის განმავლობაში – 164 ათასი პირის. ახლა კი კაფსულა ტულუზაში არსებულ HyperloopTT-ის კვლევით ცენტრში გადაიგზავნება.

სუპერ მაღალი სიჩქარის სისტემის მქონე მატარებლების პროექტი SpaceX-ის დირექტორმა ილონ მასკმა შექმნა. იდეა მას ეკუთვნის, თუმცა გადაწყვიტა, რომ მისთვის ხორცის შესხმაში მონაწილეობა არ მიეღო.
2013 წელს მასკმა აღნიშნული პროექტი წარადგინა ისე რომ, იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამ ეტაპზე, აღნიშნული იდეის რეალიზაციაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, მათ შორის Hyperloop Transportation Technologies და Hyperloop One, რომლებიც 2013 და 2014 წლებში დაარსდა.

სუპერ მაღალი სიჩქარის სისტემა დახურულ მილს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც მატარებელს 480-დან 1120 კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარება შეუძლია.

Comments
Loading...