მსოფლიოს 100 უმსხვილესი ბანკიდან 38-მა Ripple-თან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა

7

მსოფლიოს 100 უმსხვილესი ბანკიდან 38-მა, დატესტა და ინტეგრაცია მოახდინა ტრანსსასაზღვრო გადახდების ტექნოლოგია Ripple-თან

მათგან უმსხვილესი იაპონური ჰოლდინგი Mitsubishi UFJ Financial Group-ია, რომლის აქტივებიც 2,5 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ბლოკჩეინ-სტარტაპის პარტნიორები აგრეთვე არიან:

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატი HSBC Holdings PLC, რომელიც Ripple-ზე ბანკ SABB-ის მეშვეობით გავიდა;

Bank of America, რომელიც საინვესტიციო ბანკ Merryl Lynch-ის მეშვეობით თანამშრომლობს;

ფრანგული ფინანსური კონგლომერატი Crédit Agricole კლიენტის სახით.

XRPArcade-ის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რეალურად, Ripple-ის ბანკი პარტნიორები შესაძლოა უფრო მეტი იყოს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ კომპანია, გარე ორგანიზაციების მეშვეობით ბევრ ბლოკჩეინ-სტარტაპს უკავშირდება.

Comments
Loading...