მსოფლიოს უმდიდრესი 8 ადამიანის ქონება დედამიწის მოსახლეობის ნახევარის კაპიტალს გაუთანაბრდა

606

Oxfam International-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან: ბილ გეიტსი, უორენ ბაფეტი, კარლოს სლიმი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი, ამანსიო ორტეგა, ლარი ელისონი და მაიკლ ბლუმბერგი. მათი ქონება ჯამში 426 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენსაც გამოიმუშავებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები 3.6 მილიარდი ადამიანი. აღნიშნულის შესახებ CNNMoney წერს.

Oxfam International-ის ვიცეპრეზიდენტის პოლ ო’ბრაიენის თქმით, მსგავსი დრამატული უთანაბრობა აღრმავებს იმ დიდ უფსკრულს, რომელიც ისედაც არსებობს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს შორის.

Oxfam International-ის ახალი ანგარიშის გამოსვლა ტრადიციულად დაემთხვა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რომლის გამართვაც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

ანგარიშში აგრეთვე საუბარია იმის შესახებ, რომ მოსახლეობის ყველაზე მდიდარი ნაწილის 1% იმაზე მეტ კაპიტალს ფლობს, ვიდრე პლანეტის დანარჩენი მოსახლეობა 2015 წლიდან მოყოლებული. აშშ-ში მაგალითად, ყველაზე შეძლებული ადამიანების 1% მთელი ქონების 42%-ს განკარგავს.

რეიტინგი Forbes-ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიისა და კომპანია Credit Suisse-ის მსოფლიო სიმდიდრის ანგარიშის მიხედვით იქნა შედგენილი.

სიის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ აგრეთვე მძიმდება გენდერული უთანასწორობაც, ვინაიდან მსოფლიოს 1810 მილიარდერიდან 89% მამაკაცია.

Comments
Loading...