მსოფლიოს საუკეთესო 50 რესტორნიდან 7 ესპანეთშია, 7- აშშ-ი, 5 – საფრანგეთში

14

სინგაპურში 50 საუკეთესო რესტორნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კინოსამყაროს ოსკარით დაჯილდოების მსგავს მსოფლიო რესტორნების ინდუსტრიის ამ ცერემონიალზე საუკეთესო რესტორნებთან ერთად დაასახელეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ქალი-მზარეული, საუკეთესო კონდიტერი, კონტინენტის საუკეთესო რესტორანი და სხვა.

საუკეთესო რესტორანთა პირველი ათეული ასეთია:

1. Mirazur (მენტონი, საფრანგეთი);
2. Noma (კოპენჰაგენი, დანია);
3. Asador Etxebarri (ასპე ესპანეთი);
4. Gaggan (ბანგკოკი, ტაილანდი) აზიის საუკეთესო რესტორანი;
5. Geranium (კოპენჰაგენი, დანია);
6. Central (ლიმა, პერუ) სამხრეთ ამერიკის საუკეთესო რესტორანი;
7. Mugaritz (სან-სებასტიანი, ესპანეთი);
8. Arpege (პარიზი, საფრანგეთი);
9. Disfrutar (ბარსელონა, ესპანეთი);
10. Maido (ლიმა, პერუ).

პირველ ადგილზე გასული ფრანგული რესტორანი Mirazur ნიცასთან ახლოს, ერთდროულად მთებში და ზღვის სანაპიროზე, იტალიის საზღვრისპირა მდებარე ქალაქ მენტონსი მდებარეობს. რესტორანი არგენტინული წარმოშობის იტალიელმა შეფ-მზარეულმა მაურო კოლარგეკმა გახსნა.

რესტორანს იქვე საკუთარი სამ-ტერასიანი ბაღი, სათბური და საქათმე აქვს. რესტორნის კლიენტები მათ თვალწინ გადაშლილი ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი, ლაჟვარდოვანი პეიზაჟებით ტკბებიან და ჯადოქარი მზარეულების მომზადებულ საჭმელებს აგემოვნებენ.

რესტორნის საფირმო საჭმელებიდან ერთ-ერთი არის დამარილებული, საკუთარ ბოსტანში მოყვანილი ჭარხალი ხიზილალიანი ნაღების კრემით. მისი ფასი 260 ევროა. რესტორნის მენიუშია აგრეთვე კვერცხი საკუთარი საქათმიდან შებოლილ გველთევზასთან და თხილთან ერთად და ფუნთუშა კარტოფილით, მდნარი კვერცხით და თეთრი ტრიუფელით. რესტორანს აცხობს ჯანჯალიფით შეზავებულ პურს, რომელსაც კლიენტებს პურზე პაბლო ნერუდას ლექსთან ერთად მიართმევენ. განსხვავებით ბევრი რესტორნისაგან Mirazur-ს სეზონური მენიუები არ აქვს.

მეორე ადგილზე გასული დანიური რესტორანი Noma კლიენტებს წლის განმავლობაში სთავაზობს სამ მენიუს, თითოეულს დაახლოებით 20 დასახელება კერძისგან შემდგარს, სეზონის საუკეთესო გემოვნური კონდიციების მქონე პროდუქტისგან დამზადებულს. 9 იანვრიდან 1 ივნისის ჩათვლითა ზღვის პროდუქტების სეზონია. 25 ივნისიდან 21 სექტემბრის ჩათვლით – ბოსტნეულის სეზონი, ხოლო 15 ოქტომბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით ტყის სეზონი (ნანადირევი, სოკოები და სხვა).

მესამე ადგილზე გასულ ესპანური რესტორანი Asador Etxebarri კერძებს და დესერტსაც კი გრილზე ამზადებს.
საუკეთესო 50 რესტორანთაგან 7-7 ესპანეთსა და აშშ-შია, 5 – საფრანგეთში, 2-2 – დანიაში, ტაილანდში, პერუში, იაპონიაში, მექსიკაში (მე-12 ადგილზე გასული Pujol ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო რესტორანი გახდა), რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში და ჩინეთი, ხოლო თითო-თითო კი ავსტრიაში, სინგაპურში, შვედეთში, ჩილეში, არგენტინაში, სლოვენიაში, ბრაზილიაში, პორტუგალიაში, ბელგიაში, სამხრეთ აფრიკაში (44-ე ადგილზე გასული Test Kitchen აფრიკის საუკეთესო რესტორანია), ნიდერლანდებში, კოლუმბიაში და შვეიცარიაში.

აღსანიშნავია, რომ 50 საუკეთესოს შორის მოხვედრილი ესპანეთის 7 რესტორნიდან 5 ბასკეთშია, ხოლო 2 კი ბარსელონაში.

საუკეთესოთა შორის დასახელებულ რესტორნებზე უფრო დაწვრილებითი ცნობების მოძიებისას “აიპრესმა” ქართველი მკიხველისთვის ერთობ საინტერესო ინფორმაციას მიაკვლია: მე-13 ადგილზე გასულ მოსკოვის რესტორან White Rabbit-ში კლიენტებთან კერძთან ერთად მიაქვთ სინი მასზე მოთავსებული გამჭვირვალე ხუფით და ამ ხუფის ქვეშ არის ტრიუფელი. მიაქვთ აგრევე სპეციალური სახეხი და პატარა მაგრამ უზუსტესი სასწორი. ტრიუფელი 1 გრამი დაახლოებით ორი დოლარი ღირს, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ კერძისთვის განსაკუთრებული პიკანტური არომატის მისაცემად სულ ორი გრამის დამატება საჭირო და აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ ევროპაში 1 გრამი ტრიუფელი რამდენჯერმე ძვირია, ძალზედ მისაღები ფასია.

მიზეზი ტრიუფელის ასეთი სიიაფის არის ის, რომ რესტორანი გამოიყენებს ზამთრის პირს მოგროვილ, ევროპის ტრიუფელებს შორის ყველაზე სამხრეთით გავრცელებულ, ქართულ შავ ტრიუფელს (საქართველოში ზოგან მას თირკმელა სოკოს ეძახიან – “აიპრესი”), რომელსაც ფრანგულ შავ ტრიუფელთან და სხვა ანალოგებთან შედარებით ნაკლებად მძაფრი არომატი აქვს, თუმცა ბევრად უფრო იაფიც ჯდება.

Comments
Loading...