მსოფლიოს ბანკმა უკრაინა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად დაასახელა

9

მიუხედავად იმისა, რომ 2014-2015 წლების კრიზისის შემდეგ უკრაინაში ეკონომიკურ ზრდა აღდგა, მისი ტემპები ჯერ კიდევ მაინც ძალიან დაბალია იმისათვის, რომ ქვეყნის მოქალაქეების ანაზღაურება მეზობელი ევროპული ქვეყნების მოქალაქეების ანაზღაურებას გაუტოლდეს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიში კი უკრაინის ეკონომიკური ზრდის რეალიზაციის პოტენციალს ეხება.

ექსპერტების დასკვნით, კრიზისული წლების განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა 16%-ით შემცირდა. 2016-2017 წლებში კი, ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ 2,4%-იან მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო 2018 წელს – 3,3%-იანს.

“სიღარიბის დონის შემცირებისათვის, რომლის მაჩვენებელიც ქვეყანაში იმ დონეზე რჩება, რა დონეზეც იგი კრიზისული წლების დაწყებამდე იყო, აუცილებლია უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა უახლოესი დროის განმავლობაში”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

უკრაინაში კი, სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი იმისათვის, თუკი უკრაინა მიისწრაფის, რომ გახდეს ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს მაღალი შემოსავალი ექნება.

დღეისათვის, უკრაინა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის დონის მიხედვით, ისევ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად რჩება. ამგვარად, აღნიშნული ანგარიშის ავტორებმა, უკრაინა მოლდოვის, სომხეთისა და საქართველოს გვერდით დააყენეს.

ექსპერტების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის ეკონომიკური ზრდის ტემპი უცვლელი დარჩება, საჭირო იქნება 50 წელიწადი, რათა ქვეყანამ დღევანდელი პოლონეთში არსებული შემოსავლების დონეს მიაღწიოს.

Comments
Loading...