მკაცრი სამედიცინო გაფრთხილებები შესაძლოა აბრკოლებდეს მწეველების ელექტრონულ სიგარეტზე გადართვას

12

ახალი კვლევის თანახმად, ელექტრონული სიგარეტის შეფუთვაზე დატანილი მკაცრი სამედიცინო გაფრთხილებები შესაძლოა აბრკოლებდეს მწეველებს გადაერთონ ელექტრონულ სიგარეტზე.

ლონდონის საუთ-ბენკის უნივერსიტეტის (London South Bank University – LSBU) დამოკიდებული ქცევების ცენტრის (Center for Addictive Behaviours) მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „შემცირებული რისკის“ კამპანია-კომუნიკაცია წარმატებული აღმოჩნდა მწეველების ელექტრონულ სიგარეტზე გადასართავად ისე, რომ არ მოეზიდა არამწეველები დაეწყოთ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება.

ჟურნალში “Addictive Behaviors” გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გადახედოს წარწერებს ასეთი პროდუქტების შეფუთვაზე მას შემდეგ, რაც კვლევის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ კომუნიკაცია შემცირებული რისკის კამპანიის შესახებ უფრო ეფექტური იყო თამბაქოს მომხმარებლების ელექტრონული სიგარეტების მოხმარებაზე გადასართველად.

კვლევაში მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს 2,495 მაცხოვრებელი, რომელთაც ჰკითხეს თუ რამდენად ზიანის მომტანი, დამოკიდებულების გამომწვევი და ეფექტური იყო მათი შეხედულებით ელექტრონული სიგარეტები და აპირებდნენ თუ არა მათ გამოყენებას.

მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ ელექტრონული სიგარეტები სხვადასხვა სამედიცინო გაფრთხილების ნახვამდე და ონლაინ ნახვის შემდეგ2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრამდე პერიოდში.

ევროკავშირის საკომუნიკაციო გზავნილმა, რომლის თანახმადაც „ეს პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს, როგორც ძლიერი დამოკიდებულების გამომწვევ ნივთიერებას . ის არ არის რეკომენდირებული არამწეველებისთვის“ მიიყვანა კვლევის მონაწილეთა ჯგუფი, იმ აღქმამდე რომ ელექტრონულ სიგარეტი უფრო საზიანოა და იწვევს დამოკიდებულებას. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს რომ ალტერნატიულ, შემცირებული რისკის შემცველ საკომუნიკაციო გზავნილს რომელიც მიუთითებდა რომ „ამ პროდუქტის გამოყენება გაცილებით ნაკლებად საზიანოა, ვიდრე მოწევა”, მინიმუმამდე დაჰყავდა აღქმა ზიანის მიყენების შესახებ მხოლოდ მწეველთა რიგებში.

ეს გზავნილი ზრდიდა მწეველების სურვილს შეეძინათ და გამოეყენებინათ ელექტრონული სიგარეტი და არ ზემოქმედებდა არამწეველებზე.

ავტორთა მიხედვით, „რადგან არსებული (ევროკავშირის) საკომუნიკაციო გზავნილები ფოკუსირდება ნიკოტინის გამოყენების რისკებზე, მათ შეუძლიათ ფაქტობრივად შეაჩერონ მწეველების მიერ ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე გადართვა და შეარყიონ ელექტრონული სიგარეტის პოტენციალი, შეცვალოს მწეველთა ქცევა.
„იმის გათვალისწინებით, რომ არამწეველებში თამბაქოს პოპულარიზაციის შემცირება ერთმნიშვნელოვნად სასურველია, ეფექტური სამედიცინო გაფრთხილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას რისკების შესახებ, მაგრამ არ უნდა აბრკოლებდეს მწეველებს.“

ლინ დოუკინსმა, ნიკოტინისა და თამბაქოს კვლევების პროფესორმა ლონდონის საუთ-ბენკის უნივერსიტეტში (LSBU), როგორც ამ კვლევის ხელმძღვანელმა, დამატებით აღნიშნა, რომ: : „საბოლოოდ, თუ მეტი მწეველი გადაერთვება ელექტრონულ სიგარეტზე, უფრო ნაკლები სიკვდილიანობა და დაავადება იქნება დაკავშირებული მოწევასთან.“

კრუტი შროტრი, თამბაქოს კონტროლის მენეჯერი გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის ცენტრში, რომელმაც დააფინანსა კვლევა, აცხადებს: „ელექტრონული სიგარეტები შედარებით ახალი პროდუქტია – ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებთ არამწეველებს არ გამოიყენონ ელექტრონული სიგარეტები, რადგან ეს სულაც არაა ურისკო და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით მათი გრძელვადიანი გავლენის შესახებ.

„ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარება გაცილებით ნაკლებ საზიანოა, ვიდრე თამბაქოს მოწევა და ეს შესაძლოა დაეხმაროს ადამიანებს შეწყვიტონ მოწევა“.

„აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია შეიქმნას მყარი არგუმენტაცი იმისა, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი მწეველების დასახმარებლად შეწყვიტონ მოწევა ელექტორნულ სიგარეტზე გადართვის შედეგად. ამის პარალელურად კი არამწეველებმა არ დაიწყონ სიგარეტის მოწევა“. მეცნიერები იყოფიან ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებაში, მაგრამ როგორც NHS, ასევე ინგლისის საჯარო ჯანდაცვის (PHE) ორგანიზაცია მხარს უჭერს ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას, მოწევისგან განსხვავებით.

2015 წელს ინგლისის საჯარო ჯანდაცვის (PHE) ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ელექტრონული სიგარეტი 95%-ით ნაკლებ საზიანოა თამბაქოს მოწევასთან შედარებით.

ექსპერტების გამოთვლებით, მარტო გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად 20,000 მწეველი, რომელიც ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე გადადის, თავს ანებებს მოწევას.

NHS-ის მიერ 2017 წლის ივლისში წარმოდგენილი მონაცემებით, 77,800 სიკვდილი მიეწერებოდა თამბაქოს მოწევას.

2018 წელს ზრდასრულების 14.4% გაერთიანებულ სამეფოში დაკლასიფიცირდა მოქმედ მწეველებად.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რამდენიმე თვის წინ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები გლობალურ ტენდენციებთან თანხვედრაშია. შესაბამისად, ზემო-აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, ელექტრონული პროდუქტებისთვის გრაფიკული სამედიცინო გაფრთხილება არ არის საჭირო. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციის (FDA) თანახმად, ელექტრონული პროდუქტები, როგორიცაა IQOS, ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით შეიცავს გაცილებით ნაკლებად საზიანო ნივთიერებებს.

Comments
Loading...