მინსკმა, რუსული ნავთობის ექსპორტის შეჩერებისგან მიღებული ზარალი 100 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა

13

ბელარუსული “ბელნეფტეხიმის” დაკარგვამ, უხარისხო რუსული ნავთობიდან მიუღებელი მოგების გამო, შესაძლოა 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინოს. ამის შესახებ კონცერნის მოადგილე ვლადიმირ სიზოვი აცხადებს.

“ახლა ჩვენ ვაფასებთ დანაკარგს, რომელიც აპრილში ვიწვნიეთ. დღეისათვის იგი დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც ნავთობპროდუქციის რეალიზაციიდან ვერმიღებულმა მოგებამ გამოიწვია”, – განაცხადა მან.

სოზივის თქმით, 26 აპრილს, “ტრანსნეფტის” წარმომადგენლები ჩავლენ მინსკში, რათა ჩაატარონ მოლაპარაკებები და განიხილონ უხარისხო ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები.

“ჩვენ შევეცდებით, შევიმუშაოთ ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ბელარუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიწოდებასთან იქნება დაკავშირებული”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია ბელარუსში სუფთა ნავთობის მიწოდების თაობაზე.

Comments
Loading...