მთელი მსოფლიოს მასშტაბით, Instagram-ის მუშაობაში მასობრივი გაუმართაობა ფიქსირდება

8

Instagram-ის მომხმარებლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, იტყობინებიან, რომ სოციალური ქსელი აღარ ფუნქციონირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარვეზებია აშშ-ში (ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო), ესპანეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, რუსეთში, სინგაპურში, ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში.

სოციალურ ქსელთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დაახლოებით 1,1 ათასი მომხმარებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იუწყება.

მომხმარებლები ვერ აახლებენ სიახლეების ზოლს მობილურ ვერსიებში. ბევრი აღნიშნავს, რომ Instagram-ის პრობლემები განახლების შემდეგ დაეწყო. ბოლო განახლება კი სოციალურმა ქსელმა ერთი დღის წინ გაუშვა.

აქამდე Instagram-ის მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემა 7 სექტემბერს შეიქმნა. მაშინ მუშაობაში ხარვეზების შესახებ აშშ-ის ჩრდილო სანაპირო ზოლზე მაცხოვრებელი და ევროპის ქვეყნების მომხმარებლები იუწყებოდნენ.

ცნობისთვის, სექტემბრის ბოლოს კომპანია დატოვეს Instagram-ის თანადამაარსებლებმა კევინ სისტრომ და მაიკ კრიგერმა. სისტრო კომპანიის გენერალური დირექტორი იყო, ხოლო კრიგერი – მთავარი ტექნიკური დირექტორი. The New York Times-ი კი წერდა, რომ მათ კომპანიის დატოვება კორპორაცია Facebook-ში არსებული იმჟამინდელი კრიზისის გამო გადაწყვიტეს. ამ უკანასკნელმა კი სოციალური ქსელი Instagram-ი 2012 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა. სოციალური ქსელის ახალი გენერალურ დირექტორად კი ადამ მოსერი დაინიშნა, რომელიც აქამდე პროდუქციის საკითხების ვიცეპრეზიდენტი იყო.

Comments
Loading...