მზიურის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება

10

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მზიურის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. რამდენიმე დღეში მთლიანად დამთავრებული იქნება სამუშაოები და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ერთად გავხსნას ეს ულამაზესი პარკი.

გარდა ამისა, კიკვიძის პარკში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა, აქაც სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ვფიქრობ, მომდევნო კვირის დასასრულს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა აქაც ჩავატაროთ გახსნითი ღონისძიება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სკვერის რეაბილიტაცია და განახლება, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე გვქონდეს, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა დაისვენონ“, – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...