მეცნიერებმა ყველაზე შორეული ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს

13

ასტრონომებმა, მზის სისტემაში არსებული ყველაზე შორეული ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს. შესაბამისი ინფორმაცია National Geographic-ზე ვრცელდება.

კოსმოსურ ობიექტს 2015 TG387 დაარქვეს. იგი მზიდან 80 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით მდებარეობს, მაგალითისთვის, პლუტონი მზისგან დაახლოებით 34 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით მდებარეობს.

კოსმოსური ობიექტის ორბიტა, რომელიც პლუტონის უკან მდებარეობს იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა მზისგან კიდევ უფრო დაშორებით არსებობს პლანეტა X. ამის შესახებ კი, ვაშინგტონში მდებარე კარნეგის ინსტიტუტში იუწყებიან.

Comments
Loading...