მერია სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე ჯარიმების გამკაცრების ინიციატივით გამოდის

9

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერს დავავალე კანონპროექტის მომზადება ნარჩენების უკანონოდ დაყრასთან დაკავშირებით, რათა საჯარიმო სანქციების მნიშვნელოვანი ზრდა მომხდარიყო.

კანონპროექტი უკვე მზად არის .პარლამენტთან გვექნება კომუნიკაცია და თანადგომა დარწმუნებული ვარ. არ ყოფილა არცერთი საკითხი სადაც იყოს განსხვავებული მიდგომები და ხედვა.

მინდა გაგაცნოთ, თუ რა რაოდენობით გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

თუ აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 1 კუბმეტრამდე სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე იყო 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს მის გაზრდას 1000 და 3000 ლარამდე.

ძველი კანონმდებლობით ერთ კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა ფიქსირებული იყო და წარმოადგენდა 500 ლარს ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხოლო 1500 ლარს იურიდიული პირის შემთხვევაში. ამ საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენ ვაკეთებთ გრადაციას, რომლის მიხედვით,

• 1-დან 10 კუბმეტრამდე ჯარიმა ფიზიკურ პირისთვის იქნება 3000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 6000 ლარი.
• 10-დან 50 კუბმეტრამდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა იქნება ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის – 30 000 ლარი.” – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...