მერიამ 6 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა

8

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, თბილისის მერია საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს 6 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

მათგან ოთხი ოჯახი ცხოვრობს, საინგილოს ქუჩის N55-ში, ერთი ოჯახი – ღოღობერიძის N47-ში, ხოლო ერთი ოჯახი მესამე მასივის მერვე კვარტალში, მე-12 კორპუსში.” – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...