მელიქიშვილი ახალ საბანკო რეგულაციებზე: ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდება სესხის აღება

11

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურა მელიქიშვილმა ახალ საბანკო რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

“თითქმის ყველა მოქალაქეს ვისაც დღეს სჭირდება სესხი, ვისაც დღეს სჭირდება დამატებითი თანხა, რომ თავი გაიტანოს, აიღოს ბანკიდან ან სხვა რაღაცა ფორმით, ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლება შეღავათიან კრედიტებზე ფიქრობდეს, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დამატებით რაღაც ნაბიჯებზე ფიქრობდეს, რომ ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, ისინი რეგულაციებს უწესებენ ადამიანებს. ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდება სესხის აღება,” – განაცხადა ზურა მელიქიშვილი “კურიერთან”.

Comments
Loading...