მეზურნიშვილი: გაუგებარია, რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს, რომ ინფლაციაზე ლარის ზეწოლა შეამციროს

9

ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირევლი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს.

“გაუგებარია რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს იმისთვის, რომ ლარის კურსიდან წამოსული ზეწოლა ინფლაციაზე შეამციროს. გუშინ მხოლოდ პროცენტების გაზრდაზე მოვისმინეთ, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებას და ეკონომიკურ ზრდას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთობლივი მოთხოვნა არის სუსტი. თუ ეს ასეა, პროცენტების აწევა ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. ეს არ არის სწორი პასუხი შექმნილ პრობლემაზე.

ამასობაში ვაჭრობა 2.97-2.98 კურსით ხდება და გარეთ კურსი უკვე 3.0 ნიშნულს აღწევს – ეს არ არის სწორი მართვა. ძირითადი მონაცემების გათვალისწინებით და სწორი მართვის პირობებში გაცვლითი კურსი უფრო დაბალი უნდა იყოს.”, – აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.

Comments
Loading...