მედია: ირანი აზიაში ნავთობის ფასდაკლებით გაყიდვას აპირებს

54

ირანი თავის აზიელ მომხმარებელს ფასდაკლებული ნავთობის მიყიდვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ნავთობის სამინისტრო ავრცელებს. 

"მომხმარებლებისთვის ფასდაკლების შეთავაზება ჩვეულებრივი პრაქტიკა მსოფლიო ბაზარზე, რომელსაც ყველა მწარმოებელი იყენებს… ამ მომენტისთვის გრძელვადიანი კონტრაქტების შეთანხმება მიმდინარეობს"-აცხადებს წყარო. 

ასევე, ნათქვამია, რომ აზიის ბაზარს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სხვა რომელიმეს., რადგან ამ ბაზარზე მსხვილი ეკონომიკური მოთამაშეები არიან, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი. ეს ქვეყნები სწრაფად ვითარდებიან და მათ მოხმარების მასშტაბიც იზრდება. 

Comments
Loading...