მედვედევმა უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

8

უკრაინის სანქციებზე საპასუხოდ, რუსეთმა მთელ რიგ უკრაინულ პროდუქციაზე, რომლის ექსპორტიც ხდება ქვეყანაში, შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების მეთაური დმიტრი მედვედევი თავის ტვიტერზე წერს.

აღნიშნული საქონლის სია მან არ გაამჟღავნა, თუმცა წერს, რომ შესაბამისს ბრძანებულებას ხელი უკვე მოეწერა.

მოგვიანებით, ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეზღუდვებო გავრცელდება სასოფლო სამეურნეო პროდუქციასა და ნედლეულზე. აკრძალვა აგრეთვე მოქმედებს იმ საქონელზე, რომელიც უკრაინის გავლით მოძრაობს.

რუსეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ ახალი სანქციები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდეს, თუკი კიევი იგივეს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს რუსეთმა გააფართოვა უკრაინის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. შეზღუდვები აგრეთვე შეეხო “უკრაბარონპრომსაც”. ორი დღის შემდეგ, კიევმა რუსეთიდან ქვეყანაში შესულ საქონელზე დაწესებული სანქციები გააფართოვა, რომელმაც მოიცვა სიმინდის კრახმალი, გლუკოზა და გლუკოზის სიროფი.

Comments
Loading...