- Advertisement -

მედვედევი: ჩინეთთან ურთიერთობაში პირველად, ვაჭრობის 100 მლრდ დოლარიან ნიშნულს გადავაჭარბებთ

5

რუსეთმა და ჩინეთმა სასაქონლო ბრუნვა უნდა გააორმაგოს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა.

“ჩვენი სასაქონლო ბრუნვა ჩინეთთან მართლაც რომ იზრდება. დიდი ალბათობით, პირველად რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობის განმავლობაში, სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით 100 მილიარდ აშშ დოლარიან ნიშნულს გადავაჭარბებთ”, – განაცხადა დმიტრი მედვედევმა პეკინში გამართულ ვიზიტის ფარგლებში.

2017 წლის მონაცემების მიხედვით, რუსეთისა და ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 38,9 მილიარდი აშშ დოლარი ექსპორტზე მოდის, ხოლო 48 მილიარდი აშშ დოლარი – იმპორტზე.

მედვედევის თქმით, ეს არ არის ფინალი, ეს არის სწორედ ის შედეგი, რაზეც, მისი მოსაზრებით, უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა მინიმუმ გაორმაგდება. ჩინეთი რუსეთის კვლავ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

ჩინეთთან ურთიერთქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სირთულეების ფონზე, რომელთანაც მოუწია შეჯახება ჩვენს ეკონომიკას. სირთულეებში კი იგულისხმება მთელი რიგი ქვეყნების არამეგობრული ქმედებები ვითომ თვითდამცავი გადაწყვტილებების სახით, რომლებსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ცალკეული სახელმწიფოები იღებენ. აღნიშნული ქმედებები აგრეთვე მოიცავს მცდელობას, განადგურდეს საერთაშორისო სავაჭრო წესრიგი. ჩვენ რეალურად უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა მოხდეს ამ სფეროს საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება”, – აცხადებს მედვედევი.

Comments
Loading...