მედვედევი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით ეკონომიკურ ომს აცხადებს

119

რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის მიერ ახალისანქციების შემოღება შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური ომის გამოცხადებად. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევმა განაცხადა, რომ აუცილებელია  ეკონომიკური, პოლიტიკური და "სხვა" მეთოდებით რეაგირება.

"თუ ამას მოჰყვება ბანკების საქმიანობის აკრძალვა ან კონკრეტული ვალუტის გამოყენება, ეს პირდაპირ შეიძლება ვუწოდოთ ეკონომიკური ომი.   ამ ომზე აუცილებელია – ეკონომიკური, პოლიტიკური, და საჭიროების შემთხვევაში სხვა მეთოდებითაც რეაგირება.  ჩვენს ამერიკელ მეგობრებს  ეს უნდა ესმოდეთ ", – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებაში " კარგი არაფერია", რადგან "ყველა სახის შეზღუდვა საბოლოოდ იმოქმედებს ეკონომიკაზე, ვალუტის კურსის მოძრაობაზე".

ცნობისთვის, 8 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას შესაძლო მოწამვლის გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სავარაუდოდ, სანქციები 22 აგვისტოს შევა ძალაში.

Comments
Loading...