- Advertisement -

მედეა ჯანიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაწინაურდა

9

“საქართველო ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა სადაც უზრუნველოყოფილია ტურისტების უსაფრთხოება.” – განაცხადა სასტუმრო “იოტაში” გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა ჯანიაშვილმა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაწინაურდა და ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, სადაც უზრუნველოყოფილია როგორც საკუთარი მოლაქეების, ასევე ტურისტების უსაფრთხოება. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არაერთ ანგარიშში მოხვდა, როგორც სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, რაც არამხოლოდ ქვეყნის მასშტაბით არის ძალიან სასიხარულო, არამედ საერთაშორისო დონეზეც კიდევ უფრო წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო დადებით იმიჯს უქმნის საქართველოს.” – აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევების შედეგები გააცნო. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურუსტულად მზარდი ქვეყნების სიაშია.

საერთაშორისო კვლევითი პორტალის Numbeo-ს მონაცემებით 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა.

Comments
Loading...