- Advertisement -

მაჭავარიანი: წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები, ისე, რომ არცერთი ბიზნესი დაგვიტერორებია

9

“ჩვენ წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები ისე, რომ არც ერთი ბიზნესი არ დაჩაგრულა, არ დაგვიტერორებია. ეს ყველაფერი ხდება ბიზნესის, ეკონომიკური ზრდის და გაუმჯობესებული ადმინისტრირების ფონზე”- ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანამა გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.

“თავად ბიზნესიდან ვარ მოსული და კიდევ ვიმეორებ – ასეთი დაცული ბიზნესი და ასეთი მეგობრული გარემო, მე არ მახოვს. დამერწმუნეთ, ბიზნესის 99 %, 100 % თუ არა, ასე ფიქრობს. შესაბამისად, პოლიტიკა არის ასეთი – ჩვენ, რასაკვირველია, გვესმის ბიზნესის მდგომარეობა. თუ ვხედავთ, რომ მას აქვს პრობლემები, ვთავაზობთ გამოსავლის გზებს. თუმცა, ესაა გამონაკლისი შემთხვევები.

ბიზნესის მხრიდან ძალიან სერიოზული არგუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი – უნდა იყოს ადგილობრივი წარმოება, როგორც ეს, მაგალითად, იყო “ომეგას” შემთხვევაში. ზუსტად ამიტომ იყო, რომ 2 წელი ხელს ვუწყობდით. ზოგადად, ბიზნესის მიმართ ჩვენ ლოიალურები ვართ. თუმცა, თუ რომელიმე ბიზნესი, რომელიმე საწარმოს ბიზნეს მოდელი დგას იმაზე, რომ გადასახადები არ გადაიხადოს და თუ გადაიხდის, გაკოტრდებიან, მაშინ ასეთი ბიზნესი არავის სჭირდება.

ბიზნესის მიმართ ხელშეწყობასა და საბიუჯეტო გადასახადების ზღვარი გადახდის ვალდებულებების გადახდაზე. ჩვენ წელს გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები ისე, რომ არც ერთი ბიზნესი არ დაჩაგრულა, არ დაგვიტერორებია. ეს ყველაფერი ხდება ბიზნესის, ეკონომიკური ზრდის და გაუმჯობესებული ადმინისტრირების ფონზე. შესაბამისად, ზღვარი გადის კანონზე და კანონი ითხოვს გადასახადების გადახდას. თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლება შეძლებისდაგვარად, ასევე, კანონის ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ბიზნესმენების მდგომარეობას, იქნება ეს გადავადება თუ სხვა ტიპის ხელშემწყობი ღონისძიებები”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...