მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში

7

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდა წინასწარი შეფასებით იყო 5,7 პროცენტი, ხოლო წლის განვლილ პერიოდში კი 5 პროცენტი.

„ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი იმ ფონზე, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების საშუალო ეკონომიკური ზრდა, წლის პირველ ნახევარში იყო ერთ პროცენტზე დაბალი.

რეგიონში უკეთესი მდგომარეობა რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი იქნებოდა, მაგრამ აქვე მინდა ყურადღება მიაქციოთ თუ რამდენად აღემატება ჩვენი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ზრდას – ეს არის ბოლო წლებში გამოკვეთილი დინამიკა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...