- Advertisement -

მაჭავარიანი: ლართან დაკავშირებით რაც ხდება, 100% გამოწვეულია ოპოზიციის აგრესიული რიტორიკით

13

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, ლარის გაუფასურება გამოიწვია იმ პოლიტიკურმა გარემომ, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.

“ამ ეტაპზე რაც ხდება ლართან დაკავშირებით, არის 100-ვე პროცენტით გამოწევეული იმ პოლიტიკური გარემოთი, იმ აგრესიული რიტორიკით, იმ დაძაბულობით, იმ უპასუხისმგებლო განცხადებებით, აბსოლუტური ტყუილი განცხადებებით ძირითადად ოპოზიციის მხრიდან.

სრული პაუსხისმგებლობით გეუბნებით, რომ ლარი რა ნიშნულზეც არის, არცერთი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, გამოწვეული იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს, როგორც ვხედავთ და შესაბამისად, იმ არასტაბილურობის განცდით, რომელიც მოიტანა იმ რიტორიკამ და იმ სიბინძურემ, რომელსაც უტიფრად ამჟღავნებენ ჩვენი ოპონენტები.

ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და ოდნავ ვისაც შერჩენია ნამუსი, იცის, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის ფისკალურ ხარჯებთან, არანაირ კავშირში არ არის მთავრობის ნაბიჯებთან და არც ეროვნული ბანკის.

ერთის მხრივ გვაქვს პროფიციტი და გვედავებიან, რომ თქვენ არ გაქვთ დახარჯული და მეორეს მხრივ, ლარი გააუფასურეთ თქვენო, მათემატიკურად არის შეუძლებელი. როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან და ამბობენ, მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგად არისო, ელემენტარულ არითმეტიკას არ აღიარებენ და ზუსტად ესეთი უპასუხისმგებლობის გამოა გამოწვეული” – აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

Comments
Loading...