მასკის დაცვის მხარემ აშშ-ის ხელისუფლების პრეტენზიები SEC-ის მიმართ არსებულ კრიტიკას დაუკავშირა

14

Tesla-ს გენერალური დირექტორის ილონ მასკის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიასთან (SEC) არსებული შეთანხმება არ დაურღვევია მაშინ, როდესაც მასკმა თავის ტვიტერზე კომპანიის გეგმების შესახებ დაწერა, რომ Tesla 2019 წლის განმავლობაში 500 ათასი ავტომობილის გამოშვებას აპირებდა.

შეთანხმების მიხედვით, მასკმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან უნდა შეათანხმოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სანამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნებს.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ილონ მასკის გასამართლების მცდელობა, მას მერე, რაც იგი SEC-მა გააკრიტიკა, შეშფოთების საგანია და იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიის კომისია თავიანთ უფლებამოსილებას აჭარბებს.

SEC-ში კი მიაჩნიათ, რომ მასკმა დაარღვია შეთანხმება, ვინაიდან, კომპანიის სამომავლო გეგმების თავის ტვიტერზე გამოქვეყნებამდე არ შეუთანხმებია იგი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებთან. თავად მასკი კი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია უკვე ცნობილი იყო საზოგადოებისთვის და რომ კომისიას უბრალოდ დაავიწყდა კომპანიის წლიური ანგარიშის წაკითხვა.

მომხდარის შედეგად, ბიზნესმენსა და აშშ-ის ხელისუფლებას შორის, სასამართლო პროცესამდე შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მასკმა დატოვა თანმდებობა და ჯარიმის სახით 20 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.

Comments
Loading...