მარტში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ნიორი გაძვირდა

15

2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მარტში გასული წლის მარტთან შედარებით 2.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.3 პროცენტით განისაზღვრა.

გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის მარტში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით:

1. ნიორი – ფასი გაიზარდა 273,0%-ით;
2. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 68,3%-ით;
3. ლიმონი – 66,9%-ით;
4. წიწიბურა – 63,1%-ით;
5. ვაშლი – 61,6%-ით;
6. საზამთრო- 58,0%-ით;
7. გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი – 38,2%-ით;
8. ჭარხალი – 34,5%-ით;
9. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 34,4%-ით;
10. ატამი – 33,7%-ით.

Comments
Loading...