მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

9

2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0%-ით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.6% მოდიოდა.

2020 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.4 მლნ აშშ დოლარი (62.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მარტის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.

Comments
Loading...