მარტში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 3.37 მლრდ ლარით გაიზარდა

23

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 3.37 მლრდ ლარით (10.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.78%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 34.99 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.61 მლნ ლარით (0.30%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.32 მლრდ ლარით (19.26%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.18%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 19.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.21%-ით მეტი).

2020 წლის მარტის განმავლობაში 7.30%-ით, ანუ 1.15 მლრდ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 16.98 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.22 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 4.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.21 პროცენტული პუნქტით).

Comments
Loading...