მარტში, ეროვნული ვალუტის რესურსის ბრუნვა 0.51 მლრდ ლარით გაიზარდა

8

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის რესურსის ბრუნვა 0.51 მლრდ ლარით (26.5 პროცენტი) არის გაზრდილი, ხოლო უცხოური ვალუტის რესურსის ბრუნვის მოცულობა კი 1.43 მლრდ ლარით (-23.7 პროცენტი) შემცირდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2019 წლის მარტში ლარის რესურსის ბრუნვა 0.08 მლრდ ლარით (3.6 პროცენტი) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი 1.70 მლრდ ლარით (58.4 პროცენტი) გაიზარდა.

მარტში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მთლიან ბრუნვაში ლარის რესურსის ხვედრითმა წილმა 34.6 პროცენტი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 10.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ლარის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.13 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.62 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და 6.57 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი განაკვეთი თვის განმავლობაში 0.01 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.30 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 1.34 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ფულადი ბაზრის რესურსის 53.2 პროცენტი ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე, ხოლო 43.0 პროცენტი კი მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ რესურსზე მოდიოდა.

Comments
Loading...