მანდარინის რეალიზაცია ტრადიციული ბაზრების გარდა, სინგაპურში, სლოვენიასა და ყატარშიც მოხდება

3

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მანდარინის რეალიზაცია წელს ტრადიციულ ბაზრებთან ერთად სინგაპურში, სლოვენიასა და ყატარშიც მოხდება. განცხადება თორნიჯე რიჟვაძემ მტავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

„ნარინჯისფერი რთველი აჭარაში აქტიურ ფაზაშია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პროცესი ჩავატაროთ წარმატებით. წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები, ტრადიციულ ბაზრებთან ერთად გვაქვს რამდენიმე ახალი საექსპორტო მიმართულება, მათ სორის სინგაპური, სლოვენია და ყატარი. ფასები არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ყველას ერთად გვმართებს ჯეროვანი მუშაობა, რათა თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავლები და ნარინჯისფერი რთველი წარმატებით წარიმართოს აჭარაში“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 25 ნოემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 2,662 ტონა შეადგინა. უწყების ინფორმაციით, ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა (387.1ტონა), რუსეთი (1.574 ტონა), სომხეთი (617.9 ტონა), ლატვია (40.6 ტონა), აზერბაიჯანი (22.0 ტონა), სინგაპური (0.1ტონა).

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 1501 ან 0422 27-64- 65.

Comments
Loading...