მანანა ქოჩლაძე: ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს

19

გარემოს დამცველი მანანა ქოჩლაძე აცხადებს, რომ ჰესების დემინიზაცია არ ხდება, ჰესებს აქვს პრობლემები და ამას ხალხი ხედავს. მისი განცხადებით, სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაა საჭირო.

“2004 წლის მერე 54 ჰესი აშენდა. რამდენ სიმძლავრეზე გავიდა, ამაზე იკითხა ვინმემ? 54%-ით მუშაობენ თავის დადგმულ სიმძლავრეზე, ნეტა რატო? იმიტომ ხომ არა, რომ მაგალითად ფარავანჰესს წყალი არ აქვს? მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ჰიდროენერგეტიკული კომპანია შემოსულია აქ ფულის საჭრელად.” – განაცხადა მანანა ქოჩლაძემ.

წამყვანის კითხვაზე, – თქვენ მთლიანად ეწინააღმდეგებით ჰესების მშენებლობას, თუ ფიქრობთ რომ უნდა აშენდეს, მაგრამ იყოს ყველა სტანდარტი დაცული? – მანანა ქოჩლაძემ განაცხადა:

“ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, უფრო მეტიც, პირველი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ 16 დიდი ჰესი, რომელიც გვაქვს, სასწრაფო რეჟიმში არის სარეაბილიტაციო და ეს უნდა იყოს გადაუდებელი ამოცანა. ჩვენ რასაც ვიძახით, არის ძალიან მარტივი, რომ არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ამდენი ჰიდრორესურსი გაქვს თუნდაც, ყველაფერი იყოს დაუგეგმავად გაკეთებული. ეს არის წარმოუდგენელი” – განაცხადა მანანა ქოჩლაძემ

Comments
Loading...