მამაკაცთა უნაყოფობა

7

სადღეისოდ მსოფლიოში ყოველი მეხუთე-მეექვსე ქორწინება უშვილოა. მძიმე ეკოლოგიური ვითარებისა და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორების გამო უშვილო ქორწინებათა რიცხვი, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც დიდია. მამაკაცის მიზეზით უშვილობის შემთხვევები უშვილო ქორწინებათა 50%-ს შეადგენს.

მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში ერთადერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ოქსიდაციური სტრესის გამომწვევი თავისუფალი რადიკალების გავლენის შესწავლა. სპერმის ხარისხის დასადგენად, სასურველია ჩატარდეს სპეციფიური ტესტი, კერძოდ, მოხდეს ოქსიდაციური სტრესისა და თავისუფალი რადიკალების განსაზღვრა სპერმაში.

ოქსიდაციური სტრესი წარმოადგენს მამაკაცის უნაყოფობის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს. იგი განაპირობებს სპერმატოზოიდების დაზიანებას, ე.წ. დნმ-ის ფრაგმენტაციას, რაც, თავის მხრივ, იწვევს მამაკაცის უნაყოფობას და გავლენას ახდენას განაყოფიერების პროცესზე, როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ინვიტროს პირობებში.

აღნიშნული ანალიზის გაკეთება სასურველია შემდეგი  ჩვენებებით:

  1. უცნობის ეტიოლოგიის უშვილობა (სპერმის ნორმალური პარამეტრები)
  2. ინსემინაციის ან ინვიტროს წინა მოსამზადებელ პერიოდში
  3. განმეორებითი უშედეგო ინსემინაციისა ან უშედეგო ინვიტრო განაყოფიერების დროს
  4. 40 წლის ზემოთ მამაკაცებში (ასაკთან ერთად მატულობს ოქსიდაციური სტრესის დონე)
  5. უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები
  6. ორსულობის განმეორებითი შეწყვეტის ანუ ჩვეული აბორტის შემთხევაში
  7. თამბაქოს მომხარებლებში
  8. ქრონიკული დაავდებების დროს

თანამედროვე მედიცინას მამაკაცის უშვილობის მკურნალობის კოლოსალური შესაძლებლობა აქვს, ამიტომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მიმართოთ სპეციალიზირებულ კლინიკას სადაც ჩატარდება  დეტალურ გამოკვლევა, რომელიც მიმართული იქნება მამაკაცის უშვილობის ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მიზეზის გამოსავლენად. გამოკვლევას იწყებენ სპერმის შესწავლით. ფასდება მისი გამანაყოფიერებელი უნარი და სხვა პარამეტრები. შემდგომ შეიძლება დაინიშნოს სხვა აუცილებელი კვლევებიც, რომელთა ჩამონათვალს ექიმი ინდივიდუალურად ადგენს.

ჟორდანიას კლინიკა წამყვანი  სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულება მამაკაცთა უნაყოფობის მკურნალობის მიმართულებით.კლინიკის ინვიტრო განაყოფიერების ლაბორატორია აღჭურვილია სრულად და დაკომპლექტებულია, როგორც ქართველი ისე უცხოელი ემბრიოლოგებით.

http://zhordaniaclinic.ge/

Comments
Loading...