მაკდონალდს საქართველო ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა

20

“მაკდონალდს” საქართველო ევროპის რესტორნებს შორის შედეგებით კვლავ გამოირჩევა. კომპანიამ ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო -Best overall Performance დაიმსახურა.

მაკდონალდს საქართველო ევროპის ქვეყანებს შორის გამოარჩიეს, დაჯილდოების ცერემონია ათენში გაიმართა და ესწრებოდა მაკდონალდს გლობალის მენეჯმენტი. მაკდონალდს საქართველოს 5 ქალაქში 15 რესტორანს და უმაღლესი სტანდარტების მქონე სადისტრიბუციო ცენტრს აერთიანებს. “მაკდონალდსის” რესტორნები გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით.

საქართველოში ოპერირების მანძილზე, “მაკდონალდს” საქართველოს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული როგორც ხარისხისთვის და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინის და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის. ეს ჯილდოებია:

• “საუკეთესო კომპანია საქართველოში”, ჯილდო უმაღლესი სერვისისთვის, ჟენევაში ხარისხის საერთაშორისო კონვენციაზე მინიჭებული “ოქროს კატეგორია” (საუკეთესო ხარისხისა და სერვისისთვის).
• ფრანკფურტში დაჯიდლოვდა საუკეთესო ხარისხისთვის.
• 2016 წელს “მაკდონალდსის” ცენტრალურმა ევროპულმა ოფისმა “მაკდონალდს” საქართველო რეგიონში საუკეთესო რესტორნად დაასახელა.
• 2016 წელს მაკდონალდსის ქსელის ევროპის ცენტრალურმა ოფისმა “მაკდონალდს საქართველო” ევროპაში საუკეთესოდ აღიარა,
• 2016 წელს მაკდონალდს “მაკდონალდს საქართველოს” მიენიჭა “Best Customer Focus”-ის ჯილდო ევროპის მასშტაბით,
• 2017 წელს ევროკავშირმა “მაკდონალდს” საქართველო შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსით დააჯილდოვა,
• 2018 წელს, მაკდონალდს საქართველოს ბათუმის რესტორნის დირექტორი, მსოფლიოს მასშტაბით 345 კანდიდატიდან საუკეთესოდ აღიარეს.
• 2018 წელს “მაკდონალდს საქართველომ” ჯილდო საუკეთესო მარკეტინგული სტრატეგიისთვის მიიღო.
• 2019 წელი “მაკდონალდს საქართველომ” უმაღლესი ჯილდო -Best overall Performance- ი მოიპოვა.

“მაკდონალდსი” ქართულ ბაზარზე წამყვანი ბრენდია და ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მთლიან HoReCa სეგმენტში რამდენიმე წელია პირველ პოზიციას არ თმობს. მიუხედავად უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, სწრაფი კვების ბაზარზე მზარდი კონკურენციისა, “მაკდონალდსმა” თითოეული წელი ფინანსური მოგებით და შემოსავლების დადებით მაჩვენებლიანი ზრდით დახურა.

“მაკდონალდსს” მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს, სულ მალე, “მაკდონალდსის” რიგით მე-15 რესტორანი ვაკეში, არაყიშვილის 3 გაიხსნება და მომხმარებელს ყავის და დესერტის უდიდეს ბრენდს – “მაკკაფეს” გააცნობს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, “მაკდონალდს” საქართველოს განვითარებისთვის EBRD -ის მიერ 20 მილიონი ევროა გამოყოფილი. კომპანია ამ ეტაპზე ადგილების გამოყოფასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია და 2 წელიწადში 7 ახალი რესტორნის გახსნას გეგმავს.

Comments
Loading...