“მაიქროსოფთ საქართველოს” წარმომადგენლისა და გაყიდვების დირექტორის პოზიციას ქეთევან რატიანი იკავებს

42

Microsoft Corporation-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, კომპანია “მიქროსოფთ საქართველოს” გაყიდვების დეპარტამენტს ქეთევან რატიანი უხელმძღვანელებს. ESM თბილისის დამთავრების შემდეგ, ის სატელეკომუნიკაციო სფეროს წამყვან კომპანიებში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. “მაიქროსოფთ საქართველოს” კი 2018 წლიდან შეუერთდა.

“მაიქროსოფთ საქართველოში” მისი მთავარი მოვალეობა ბაზრის განვითარება და მისი ციფრული ტრანსფორმაციისთვის მომზადებაა. კომპანიის გუნდი Microsoft-ს გლობალური მიზნის საქართველოში განხორციელებაში დაეხმარება – ხელი შეუწყოს ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას, მიაღწიოს მეტს.

„მაიქროსოფთ საქართველო“ Microsoft Corporation-ის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელსაც მუშაობის 3 ძირითადი მიმართულება აქვს: კომერციული, სამთავრობო და საგანმანათლებლო.

კომერციული თვალსაზრისით “მაიქროსოფთ საქართველო” მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მსოფლიოს მასშტაბით, არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ზიანს აყენებს როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე – ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთან, ეს მომხმარებლებს კიბერშეტევისა და მონაცემთა მოპარვის რისკის ქვეშ აყენებს. “მაიქროსოფთ საქართველო” ცდილობს დაეხმაროს მომხმარებლებს, იყვნენ დაცულნი და უზრუნველყონ საკუთარი მონაცემების უსაფრთხოებაც. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში. ასევე, გლობალური გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებაში. ჩვენი ინსტრუმენტებია ტრენინგები, სემინარები, აპლიკაციებისა და პლატფორმების შექმნა. ეს ყველაფერი ეხმარება მათ გაზარდონ დასაქმებულთა პროდუქტიულობა და, შესაბამისად, მიაღწიონ უკეთეს შედეგებს.

2019 წელს “მაიქროსოფთ საქართველო” არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კომპანია ახალი რეფორმის განხორციელებაში ჩაერთვება, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიების და ინოვაციური სწავლების დანერგვას სკოლებში.

Microsoft-ს არაერთი პროდუქტი აქვს, რომელიც კონკრეტულად სასკოლო განათლებაზე და სწავლის პროცესზეა მორგებული. მაგალითისთვის, პოპულარული თამაში Minecraft, რომელიც კომპანიამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა და გამოუშვა მისი საგანმანათლებლო ვერსია Minecraft Education Edition. ეს თამაში მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვების ჩართულობას სასწავლო პროცესში და ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა კრეატიული აზროვნება, გუნდური მუშაობა, პროგრამირება, პროექტის მართვა და ა.შ.

რეფორმირების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები Microsoft-ის საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი წარმომადგენლები. ეს პროცესი არის მრავალწლიანი და მოიცავს არაერთ ეტაპს. “მაიქროსოფთ საქართველოს” გუნდი ამაყია, რომ ქვეყნის მომავლისათვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს.

Comments
Loading...