მაისში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.2 მლრდ ლარით გაიზარდა

7

მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 3.1 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის პირველი ივნისისათვის 41.2 მლრდ ლარი შეადგინა.

2019 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.6 პროცენტია.

Comments
Loading...