მაისში, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 808.3 მლნ ლარით გაიზარდა

11

2019 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 808.3 მლნ ლარით (3.5 პროცენტით) გაიზარდა და 24.0 მლრდ ლარს გაუტოლდა.

2018 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 19.6 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მატებამ, ასევე გავლენა მოახდინა ლარის გაცვლითი კურსის გამყარების შედეგად უცხოური ვალუტის დეპოზიტების გადაფასებით გამოწვეულმა ზრდამ.

საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 273.8 მლნ ლარით (3.1 პროცენტით) გაიზარდა და 9.10 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშები 112.8 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო ვადიანი დეპოზიტები 161.0 მლნ ლარით გაიზარდა.

უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.1 პროცენტიანი (1.7 მლნ დოლარი) კლება დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.31 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კლება ძირითადად იურიდიული პირების ანგარიშების შემცირებით იყო განპირობებული. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2019 წლის მასისში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.0 პროცენტს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 50.6 და 74.6 პროცენტს შეადგენდა. მაისში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე უცვლელია და 5.5 პროცენტი შეადგენს. ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 7.1 პროცენტს შეადგენს.

იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.8 პროცენტია. ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები უცვლელია და 8.6 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი 2.9 პროცენტს შეადგენს.

უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2.9 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი 2.9 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის მაისში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შეადგენს 2.9 პროცენტს.

Comments
Loading...