მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტს მთავრობისგან დაცვა არ სჭირდება, მას სჭირდება შესრულება!

15

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტს ყველა პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა ჰქონდა არა მხოლოდ საჯარო განცხადებებით, არამედ პროექტის მნიშვნელობის ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, საერთაშორისო პლატფორმებზე მუდმივი ხაზგასმით. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ განაცხადა.

“როდესაც ამ პროექტზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ამ პროექტის ინიციატორი იყო მთავრობა. რა თქმა უნდა, ამ პროექტს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა და ეს მარტივი გადასამოწმებელია”, – აღნიშნა მან.

ვიცე-პრემიერის თქმით, 2014 წლიდან მთავრობა ჩართულია ანაკლიის პროექტის განვითარებაში და საფინანსო ინსტიტუტებთან მუდმივად ახდენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის დემონსტრირებას. სწორედ მთავრობის ძალისხმევით მოხვდა ანაკლიის პორტი ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მიერ გამოქვეყნებულ პროექტების ჩამონათვალში.

“ანაკლიის პორტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება სახელმწიფოსგან. მას დაცვა მთავრობისგან არ სჭირდება. ამ პროექტს სჭირდება შესრულება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Comments
Loading...