მადუროს, რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით, ქვეყანაში 4G-ის საკომუნიკაციო სისტემის შექმნა სურს

4

ვენესუელას, რუსული და ჩინური ტექნოლოგიების მეშვეობით, ქვეყანაში 4G-ის საკომუნიკაციო სისტემის შექმნა სურს. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სატელეკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების კორპორაციის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელსაც სათავეში პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელი ხორხე მარკესი ჩაუდგება.

მადურომ აღნიშნა, რომ ვენესუელა უკვე მუშაობს სატელიტური საკომუნიკაციო მეცნიერების განვითარებაზე, რასთანაც დაკავშირებით, მან ითხოვა, რომ მთელი ძალისხმევა იქნეს ამ მცდელობაში ჩადებული, რათა ქვეყანაში იყოს სწრაფი ინტერნეტი.

“გავეცი განკარგულება, რომ ინვესტიციები განხორციელდეს ჩინეთის, Huawei-ს ტექნოლოგიებთან ერთად, რომ რუსულ ტექნოლოგიებთან ერთად გაუმჯობესდეს ჩვენი ტექნოლოგიები და რეალობად იქცეს ვენესუელაში 4G სისტემა, რათა ვენესუელას ჰქონდეს სწრაფი კომუნიკაციები, ინტერნეტი და სატელეფონო მომსახურება’, – განაცხადა მადურომ.

ქვეყნის პრეზიდენტს არ დაუდასტურებია, კონკრეტულად რომელი რუსული კომპანიების ჩართვა სურს ამ ინიციატივაში. მას აგრეთვე არ დაუკონკრეტებია მოცულობა ინვესტიციებისა, რომელთა ჩადებასაც ქვეყანა პროექტებში აპირებს.

Comments
Loading...