“ლუკოილი” შვილობილ კომპანიას LUKOIL International Upstream West Inc. ხურავს

10

კომპანია “ლუკოილი” დახურავს თავის შვილობილ კომპანიას LUKOIL International Upstream West Inc., რომლის მთავარი შტაბბინა ამერიკაში, ჰიუსტონში მდებარეობს. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი აცხადებს.

“ხალხის ნაწილი მექსიკის ოფისში გადავა, ნაწილი კი – ლუკოილ-ინჟინირინგში”, – განაცხადა მან.

LUKOIL International Upstream West Inc.-ის შექმნის მიზნად, მის ოფიციალურ საიტზე, დასახელებულია დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის სფეროების კვლევის, შეფასებისა და განვითარების პროექტების ოპერატიული მართვა. ალეკპეროვის თქმით, აგრეთვე იგეგმებოდა კომპანიის მონაწილეობა ფიქალის ნავთობპროდუქტების პროექტებში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, LUKOIL International Upstream West Inc.-ის რეორგანიზაცია ჯგუფის საწარმოების მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარეობს და უკვე 2019 წლის 1 მაისს მისი თანამშრომლების რაოდენობა 7-მდე შემცირდება, რომლებიც მუშაობას წლის ბოლომდე გააგრძელებენ.

Comments
Loading...