“ლუკოილის” საერთაშორისო ტრეიდერმა ვენესუელისთვის ნავთობპროდუქციის მიწოდება შეწყვიტა

6

რუსული “ლუკოილის” საერთაშორისო ტრეიდერმა Litasco შეწყვიტა ვენესუელისთვის ნავთობპროდუქციის მიწოდება. ეს კი მას მერე მოხდა, რაც ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკპეროვმა განაცხადა.

“Litasco ვენესუელაში არ ფუნქციონირებს. განხორციელდა ოპერაციები შეზღუდვების დაწესებამდე”, – განაცხადა ალეკპეროვმა.

მისი თქმით, ნავთობის მიწოდებისა და გაყიდვების ოპერაციები ხორციელდებოდა, თუმცა უკვე შეჩერებულია სანქციების ამოქმედების მომენტიდან მოყოლებული.

ამერიკის ფინანასთა სამინისტრომ ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები იანვრის მიწურულს დააწესა. ამასთან, უწყებამ განაცხადა, რომ ზოგიერთი ტრანზაქციისთვის იგი მისცემს კომპანიას ლიცენზიას. კომპანიის ამერიკული შვილობილი Citgo Petroleum კი შეძლებს მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თანხას PDVSA-ში არ გადარიცხავს.

თებერვალში, მრჩეველებმა ხუან გუაიდოს რეკომენდაცია მისცეს, რომ Citgo-ს გადამსვლელ დირექტორთა საბჭოში 6 ადამიანი დაენიშნა. მათ შორის უნდა იყოს 4 სპეციალისტი, რომლებიც ვენესუელის მოქალაქეები არიან და აშშ-ში ცხოვრობენ, ხოლო დანარჩენი ორი – შეერთებული შტატების მოქალაქე, რომლებიც Citgo-ს ტოპ მენეჯმენტში არიან. მოგვიანებით გუაიდომ ახალი დირექტორების ვინაობა დაასახელა. მან აგრეთვე დანიშნა საკუთარი წარმომადგენლები კომპანია PDVSA-ს დირექტორთა საბჭოში.

Comments
Loading...