ლორთქიფანიძის N35 ა-ში გზის საფარის აღდგენა მიმდინარეობს

4

ვაკის რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის კომფორტული გადაადგილების მიზნით, ეზოს მოწესრიგება, მათ შორის, ლორთქიფანიძის N35 ა-ში ხორციელდება.

ამ დროისთვის დაზიანებული საფარის დემონტაჟი და გზის საფუძველი ეწყობა.

511 კვ. მ ფართობის ეზოს რეაბილიტაციის ღირებულება, დაახლოებით, 21 000 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო.

Comments
Loading...