ლონდონის სასამართლომ Google-ის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა

13

ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ, კომპანია Google-ის წინააღმდეგ შეტანილი მასობრივი სასამართლო სარჩელი დაბლოკა. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ ამერიკული კორპორაცია უკანონოდ ამოწმებდა iPhone-ის მქონე მომხმარებლების ინტერნეტ ბრაუზერებს.

მომხმარებელი აქტივისტი რიჩარდ ლოიდი, რომელიც აგრეთვე მოსარჩელეების ჯგუფის ორგანიზატორია, კომპანიისგან, ყოველი დაზარალებული მომხმარებლისთვის რამდენიმე ასეული აშშ დოლარის გადახდას მოითხოვდა.

მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Which?-ის ყოფილმა დირექტორმა ლოიდმა, კომპანია Google-ის წინააღმდეგ, 2017 წელს, iPhone-ის მომხმარებლების სახელით სარჩელი შეიტანა. იგი აცხადებდა, რომ Google-ის ქმედებების გამო, 2011 წლის ივნისიდან, 2012 წლის თებერვლამდე დაახლოებით 4,4 მილიონი ბრიტანელი მომხმარებელი დაზარალდა. სარჩელის ინიციატორებს მიაჩნდათ, რომ კომპანიისგან, კომპენსაციის სახით მინიმუმ 1 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებდნენ. მთლიანობაში სარჩელს 20 000 ადამიანი შეუერთდა.

თავად ლოიდი აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ძალიან არაეფექტური აღმოჩნდა. აქტივისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეეცდება გასაჩივრების უფლება მოიპოვოს. მისი მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მილიონობით მომხმარებელს ერთმევა უფლება, მიიღოს კომპენსაცია მათი პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების გამო.

Comments
Loading...