ლონდონის სასამართლომ “ვნეშპრომბანკის” ყოფილ მფლობელს 1,75 მლრდ დოლარის აქტივები დაუყადაღა

18

ლონდონის უზენაესმა სასამართლომ “ვნეშპრომბანკის“ ყოფილ მფლობელს 1,75 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის აქტივები დაუყადაღა.

“ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკის ერთ-ერთ ბენეფიციარს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყადაღა დაედოს 1,34 მილიარდი ევროს მოცულობის აქტივებს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“ვნეშპრომბანკის” აქტივების მოძიებითა და დაბრუნებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაკავებულია სადეპოზიტო სადაზღვევო სააგენტო (АСВ) და კომპანია А1.

“ჩვენ, პარტნიორებთან ერთად А1-იდან, ვაპირებთ ბანკის ბენეფიციარის რესურსების ამოღებას. საუბარია იმ რესურსებზე, რომლებიც მიღებული იქნება უკანონოდ”, – ნათქვამია АСВ-ის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა “ვნეშპრომბანკს” ლიცენზია 2016 წლის იანვარში გაუუქმა. იმავე წლის მარტში კი, საკრედიტო ორგანიზაცია ბანკროტად გამოცხადდა.

ბანკის ყოფილი მფლობელი კი, 2016 წლის მარტში ძებნაში გამოცხადდა. მას ბრალი ედება “ვნეშპრომბანკიდან” 1 მილიარდ რუბლზე მეტის გატანაში. მოგვიანებით იგი მონაკოს პოლიციამ დააკავა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მისი გადაცემის შესახებ მოთხოვნა გააგზავნა. მოგვიანებით კი, Forbes-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკირმა დატოვა მონაკოს ტერიტორია და ლონდონში გადავიდა. 2018 წელს, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ იგი ბანკროტად გამოაცხადა.

Comments
Loading...