ლოიალობის პლატფორმა “ჯიპიაი ჰოლდინგისგან” – ეკომონეტა – ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტა

5

განახლებული აპლიკაციით MyGPI – ფულის გამომუშავება დაზღვევით და ჯანსაღი ცხოვრებითაა შესაძლებელი.

 

  • ეკომონეტების გამომუშავება ყველა მსურველს 5 ეკოქცევით შეუძლია
  • „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულებს კი დამატებით უგროვდებათ ეკომონეტები დაზღვევაში გადახდილი თანხიდან – თანხის 10%მდე

26 ივნისი, საქართველო, თბილისი: „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოიალობის პროგრამას იწყებს. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  

სანდრო კიკნაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი: “ჩვენი ლოიალობის პროგრამა , ორ მიმართულებას მოიცავს: პირველი – ეს არის ჩვენი ლოიალური კლიენტების წახალისება და მათთვის გრძელვადიანად განსაკუთრებული პირობების შეთავაზება. უკვე ერთი წელია ჩვენს ერთგულ კლიენტებს დაზღვევაში გადახდილი თანხის გარკვეული პროცენტი (10%-მდე) უგროვდებათ, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის. და მეორე, ახალი მიმართულება – როცა აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლებს დამატებით ვაძლევთ საშუალებას , თანხა ჯანსაღი ცხოვრების წესითაც გამოიმუშავონ. თანხა ეკომონეტების სახით გროვდება და მისი დახარჯვა დაზღვევაშია შესაძლებელი. ეკომონეტები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს დაზღვეულებში და დარწმუნებულები ვართ, ეს სიახლე –   წახალისება ეკოქცევებით – ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს მათ.“ 

ეკოქცევა 5 ეკოაქტივობას მოიცავს: 

  • ვარჯიში
  • 10 ათასი ნაბიჯი დღეში
  • 2 ლიტრი წყალი დღეში
  • ველოსიპედის შეძენა 
  • ავტომობილის გამონაბოლქვი: ევროსტანდარტი 

მეორე და მთავარი სიახლე ის არის, რომ ეკოქცევით თანხის გამომუშავება არამხოლოდ ჯიპიაი-ს დაზღვეულებს, არამედ ყველა მსურველს შეუძლია. ჯანსაღი ცხოვრების ვალუტის – ეკომონეტების გამომუშავება ეკოქცევების აპლიკაციით დაფიქსირებით ხდება. MyGPI ხელმისაწვდომია როგორც IOS , ისე Android მომხმარებლებისთვის და საკმარისია მხოლოდ ავტორიზაციის გავლა, რომ დაგროვება იმავე დღეს დაიწყოს. 

ჯიპიაი ჰოლდინგი ეკოისტების მოძრაობას აყალიბებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს ამ იდეის გარშემო. 

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „ეკოისტების მოძრაობა იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვისთვისაც გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ჩვენ კამპანიის ფარგლებში ეკოისტური სულისკვეთების კომპანიების გაერთიანებაც შევძელით: წყლის ბრენდი „სნო“,ფიტნეს ცენტრი „ასპრია“,სპორტული მაღაზიების ქსელი „ექსტრიმი“ და ტექინსპექტირების ცენტრი – „ქვიქტესტი“ მადლობა გვინდა მათ გამოვუცხადოთ, რომ გვერდში გვიდგანან ამ საქმეში და თავადაც ჩართული არიან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაში.

ეკოისტობის იდეის პოპულარიზებაში ჩვენი ეკოჯარისკაცები დაგვეხმარებიან. თითოეული ეკოქცევას საკუთარი ეკოჯარისკაცი ჰყავს – ეს ის ხალხია, ვინც იბრძვის გარემოს დაცვისთვის ან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. 

სიხარულით წარმოგიდგენთ ჩვენს ეკოჯარისკაცებს“: 

დათა ქაჯაია: ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მრბოლელი, 4 გზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო სერიის პრიზიორი დათა ქაჯაია საგზაო უსაფრთხოების პოპულარიზაციას ეწევა

გიგა მაქარაშვილი: სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც უკვე სამი მსვლელობა მოაწყო ფეხით. ბოლო „თავისუფლების მარში“ 26 მაისს მესტიაში დაასრულა და ამ დროის განმავლობაში 2მილიონზე მეტი ნაბიჯი გაიარა.  

სალომე კასრაძე: ვლოგერი, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და სამოქალაქო აქტივისტი. სალომე არის პირველი ქართველი იუთუბერი, რომელიც ფართო აუდიტორიითვის თავის მოვლას და ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პროპაგანდას.

გამეზა: მხატვარ-მონუმენტალისტი, სთრით-არტისტი, ანტიშფოთის იდეის შემქმნელ-მატარებელი, ველოსიპედით მოძრაობის მოყვარული;  

მელი ბაღდავაძე: კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, კანის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში, ათობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სარეკლამო ფესტივალებზე და ამავდროულად ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირობო მიმდევარი; 

ეკოისტების მოძრაობის აქტივობა ფეისბუქ ჯგუფში ეკოისტები | Ecoists გაიშლება, რომელიც იქნება სივრცე ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გასააქტიურებლად. ჯგუფი ეკოისტებს გააერთიანებს და სხვადასხვა სასარგებლო წამოწყებას ჩაუყრის საფუძველს. ჯგუფში გაწევრიანება და გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში ჩართვა ყველას შეუძლია.

***

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი – 19.6% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 700 ადამიანი მუშაობს საქართველოს 7 ფილიალში და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში. 2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ – 485 მილიონი ევრო შეადგინა.

Comments
Loading...