ლიეტუვა და ესტონეთი მოსკოვისგან საბჭოთა ოკუპაციისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

44

ლიეტუვას და რიგის იუსტიციის მინისტრებმა ამის შესახებ რიგაში, შეხვდრზე ისაუბრეს. მათ განიხილეს სამომავლო გეგმები, რომლებიც რუსეთისგან, საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას უკავშირდება. ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე.

აღნიშნული განცხადება რიგაში შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს საბჭოთა ოკუპაციის შედეგები.

"იუსტიციის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია გვახსოვდეს საბჭოთა ოკუპაციას შეწირული ადამიანები და ასევე აუცილებელია შევისწავლოთ რუსეთის ფედერაციისადმი ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა", – აღნიშნულია განცხადებაში.

2016 წლის აპრილში შეიქმნა კომისია, რომელმაც განაცხადა, რომ ლიეტუვის ეკონომიკის ზარალი, საბჭოთა კავშირის ოკუპაციის დროს, 185 მილიარდ ევროს წარმოდგენს. ამასთან, დემოგრაფიული დანაკარგები და ზარალი, რომელიც გარემოს მიადგა, კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ევროთია შეფასებული.

მოსკოვი ოფიციალურად უარყოფს აღნიშნულ პრეტენზიებს და ასევე უარყოფს ლიეტუვას და ესტონეთის ოკუპაციას საბჭოთა კავშირის მიერ.

Comments
Loading...