ლიბერთის ახალი სოციალური პროექტი “რესტარტი” დაიწყო

5

ლიბერთისა და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი პროექტი სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ქალბატონებისთვის შეიქმნა და უფასო ბიზნესტრენინგის კურსზე დასწრებას ითვალისწინებს.

კულინარიით გატაცებულ 15 ქალს, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს. მონაწილეები 7 კვირის მანძილზე გადამზადებას და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ.

ცნობილი შეფ-მზარეულები, წარმატებული კულინარული ბიზნესის მფლობელები და გამოცდილი მარკეტოლოგები კურსის მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასწავლიან ყველაფერს, დაწყებული საკუთარი ბიზნესისა და პროდუქტის შეფუთვიდან მომხმარებელთან კომუნიკაციამდე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს თანამედროვე ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაეხმარებათ დამოუკიდებლად წამოიწყონ ან გააუმჯობესონ არსებული საკუთარი კულინარიული ბიზნესი.

Comments
Loading...